სიახლეები

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ.
ირაკლი კობახიძემ და ალექსანდრე წულაძემ ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ქალაქ ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.
ალექსანდრე წულაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე მუშაობა გრძელდება
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.
ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის უმასპინძლა.
ქართველი მოსწავლეების მიერ TIMSS-ში გაუმჯობესებული შედეგებით საქართველო საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებს მიუახლოვდა
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის - TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) შედეგების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა გააუმჯობესეს შედეგები და რიგ შემთხვევებში სტატისტიკურად გაუთანაბრდნენ საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებს, რაც TIMSS კვლევაში საქართველოს მონაწილეობის 16 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
განცხადება
ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება.
ალექსანდრე წულაძე: „ყოვლად მიუღებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“
„ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.
ალექსანდრე წულაძე: „უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია“
„უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც კონცეპტუალურ გარდაქმნებს, ინფრასტრუქტურულ განახლებას და სასწავლო-სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას მოიცავს.
ალექსანდრე წულაძემ პარლამენტის წევრებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტის წევრებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო.
ალექსანდრე წულაძე: „ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ კარგ მმართველობაზე, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას“
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს ალექსანდრე წულაძეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.
განცხადება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით.
ალექსანდრე წულაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ალექსანდრე წულაძე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში SEU მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში SEU მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა როგორც განათლების სფეროს, ასევე, სტარტაპ ეკოსისტემის სექტორების განვითარების კუთხით SEU-სა და MIT-ს შორის არსებული პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ალექსანდრე წულაძემ ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
“ჩვენი მოსწავლეების სიბეჯითე, წინსვლა და ცოდნის წადილი ის ილიასეული გზა არის, რომლითაც ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, წარმატებული და დოვლათით სავსე მომავალი შენდება,”- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.სიახლეები ვერ მოიძებნა.