ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე საჯარო სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

თბილისის 211-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.

ალექსანდრე წულაძემ თბილისის ახლად რეაბილიტირებული 215-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის ახლად რეაბილიტირებულ 215-ე საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიკატის მოსაპოვებლად ტრენინგების ციკლი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგების ციკლი კონკურსის გზით შერჩეული 32 კანდიდატისთვის, რომლებსაც სურთ, მოიპოვონ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიკატი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვების მიზნით სტუდენტთა განაცხადების მიღება იწყება

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტთა განაცხადების მიღებას იწყებს.

ალექსანდრე წულაძე: „განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს – მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.

ტარიელ გუგავამ 2024 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი.

ნოდარ პაპუკაშვილმა სომხეთის დელეგაციათან ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტთა მიღება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველკურსელთა და სტუდენტთა მიღება გაიმართა.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.

გიორგი ამილახვარი თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.

ნოდარ პაპუკაშვილმა პროექტის„აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“   მონაწილეებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ვახტანგ ბააკაშვილთან ერთად, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც პროექტის „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ მონაწილეებთან შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 16 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 16 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საფრანგეთში ქალაქ ტულუზაში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) ორგანიზებით იმართება.

საქართველოს რეგიონებში მეცნიერების ფესტივალი მიმდინარეობს

ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში მეცნიერების ფესტივალი ტარდება, რომელიც 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” გახსნა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტთა მიღება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტების, მათ შორის პირველკურსელთა რიგით 102-ე ნაკადის, მიღება გაიმართა.

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.

გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალაშენებული კოლეჯი დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაათვალიერა.