სიახლეები

გიორგი ამილახვარი ქალაქ გორში ახლად რეაბილიტირებულ მე-12 საჯარო სკოლას ესტუმრა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ქალაქ გორის ახლად რეაბილიტირებულ მე-12 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტაჟირების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლების განხორციელების წესი და პირობები დამტკიცდა
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლების განხორციელების წესი და პირობები დამტკიცდა.
საქართველოს განათლების სისტემაში პირველად დამტკიცდა უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების განხორციელების წესი
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების განხორციელების წესი პირველად დამტკიცდა.
სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის სრულყოფა და განვითარება. ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო-სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით სტუდენტთა განაცხადების მიღება იწყება
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადებების მიღებას იწყებს.
მთავრობის წევრებმა შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, რაჭაში შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება.
კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიიღეს.
„ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის‘‘
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.
გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტის მეორე ეტაპი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის N46 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტი, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
მთავრობის წევრებმა აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.სიახლეები ვერ მოიძებნა.