სიახლეები

კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის
2024-2025 სასწავლო წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განახლდა სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა.
საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებში დიდი წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს ფიზიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPHO 2024), ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI 2024), ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო ტურნირსა (IYNT 2024) და ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო ტურნირზე (IYPT 2024).
ნოდარ პაპუკაშვილი გივი მიქანაძესთან ერთად ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტიპენდიების მიღება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
გელა გელაძემ საერთაშორისო კონფერენციის – „ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის‘‘ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენციის „ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის‘‘ გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი წარუდგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ს (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი გიორგი ხუბუა წარუდგინა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO2024) 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024), სადაც 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.
ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადის (EuPhO 2024) გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წელს ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) ქუთაისმა უმასპინძლა.
გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია
2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.
დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება
ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვის მიმართულებით, რომელიც სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ალექსანდრე წულაძის თავმჯდომარეობით ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის შერაზ გასრის თავმჯდომარეობით ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ტერიტორიული ორგანოს − ბაღდათის, საჩხერის, ამბროლაურის, ლენტეხის, ჩხოროწყუს, ხობის, ახალქალაქის, თელავის, ხაშურის, ლანჩხუთის, გარდაბნის, სენაკისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობებზე.
გიორგი ამილახვარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეწვია, სადაც კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა – მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერა. მინისტრი ცენტრების საქმიანობასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესებს დეტალურად გაეცნო.
გიორგი ამილახვარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფრასტრუქტურასა და დაცულ ხელნაწერებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ უნიკალურ ხელნაწერებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესს გაეცნო.
მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველო უკრაინელი ბავშვების მორიგ ნაკადს საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს
საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი ხორციელდება.
გიორგი ამილახვარმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანაკლიის ბანაკი გახსნა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო.
„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.სიახლეები ვერ მოიძებნა.