ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ნოდარ პაპუკაშვილმა თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ქალაქ თბილისის საკრებულოში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან ერთად მიიღო.

გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და პარტნიორობის გაფართოების გეგმები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა ესტონეთის ელჩთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის პროგრამების ხელმძღვანელთან ლევენტ იენერთან და „ადამიანური კაპიტალის“ პროექტის ხელმძღვანელთან რენატა ლემოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარმა სხვადასხვა სკოლის 100-მდე მასწავლებელთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ალექსანდრა ვაკროსთან და ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელთან სტივენ ჯონსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან, ნიკ ბერესფორდთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

გიორგი ამილახვარმა სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად მაია მენაღარიშვილი დანიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად მაია მენაღარიშვილი დანიშნა.

გიორგი ამილახვარმა ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 1-8 მაისს თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.

გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან საქართველოში ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანიკურთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა, რომელიც კურატორობას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს.

სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!‘‘ გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კომუნიკაციების კომისიამ და მედია აკადემიამ IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი – „ნამდვილი თუ მოგონილი?!‘‘ გამოაცხადა. კონკურსის მიზანს წარმოადგენს მოზარდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა რექტორთა საბჭოს ფორმატი განაახლა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

გიორგი ამილახვარმა ABET-კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ABET-კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ამილახვარმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა USAID საქართველოს მისიის დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს საქართველოში ჯონ პენელს უმასპინძლა.

გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პრაქტიკული შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.