სიახლეები

მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა განხორციელდა, რაც კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
მიხეილ ჩხენკელი და პაველ ჰერჩინსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კომპლექსს ეწვივნენ და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნენ.
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ჯუზეპე ვალდიტარასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელი რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასპინძელ მხარეს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელს სან მარინოს რესპუბლიკის კაპიტანმა რეგენტებმა უმასპინძლეს
სან მარინოს რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სან მარინოს რესპუბლიკის კაპიტანმა რეგენტებმა მარია ლუიზა ბერტიმ და მანუელ ჩიავატამ უმასპინძლეს.
მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სამუშაო ვიზიტი სან მარინოს რესპუბლიკაში გრძელდება. მინისტრმა მორიგი შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრ ანდრეა ბელუცისთან და სან მარინოს რესპუბლიკის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილდღეობისა და სოციალური დაცვის, პოლიტიკური საკითხების, თანაბარი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მინისტრ რობერტო ჩიავატასთან.
საქართველოში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენცია – “Touch Summit” იმართება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენცია – “Touch Summit” იმართება. 7-8 დეკემბერს ღონისძიება თბილისში, რუსთაველის თეატრში ტარდება, ხოლო 10 დეკემბერს კონფერენციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით სან მარინოს რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კორადო პეტროჩელისთან. მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობა იწყება – შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრმა ანდრეა ბელუციმ მოაწერეს.
მიხეილ ჩხენკელი სან მარინოს რესპუბლიკის განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით სან მარინოს რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს მინისტრმა შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრ ანდრეა ბელუცისთან და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრ ლუკა ბეკარისთან.
თბილისის სამედიცინო აკადემიაში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის 30 წლის საიუბილეო კვირეულის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადება მიმდინარეობას
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი – „პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘‘ ხორციელდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე თელავის კოლეჯ „პრესტიჟს“ ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის დეტალები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.
მიხეილ ჩხენკელი: „განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ცენტრის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა“
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მის ბაზაზე დაფუძნებული ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი პრიორიტეტია მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას‘‘
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული პროექტები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის წევრებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზებული სიახლეების, მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.სიახლეები ვერ მოიძებნა.