სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება.
მიხეილ ჩხენკელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან ლელა ჯანაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 97 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი ცნობილ მეცნიერს ივანე კიღურაძეს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს ივანე კიღურაძეს 86 წლის იუბილეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელმა და გრიგოლ ლილუაშვილმა მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის საშობაო ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ეწვია, სადაც ყოველწლიური საშობაო ფესტივალის – „გენეთლიას“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების“ პროგრამის „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.
მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების ჩატარების თარიღი განისაზღვრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ამჯერად ტესტირების თარიღი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი.
ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და მათ წარმატებები უსურვა. აღნიშნული კონკურსი ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლი აცხადებს სამეცნიერო ზღაპრების კონკურსს სახელწოდებით – „ფასკუნჯი“.
მიხეილ ჩხენკელმა ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის „ჩემი გალაკტიონი“ დაჯილდოების ცერემონია გახსნა, გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პრიზები პირადად გადასცა.
მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის საუკეთესო დირექტორის დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება პირადად მიულოცა.
თამარ მახარაშვილმა სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გახსნა.
თამარ მახარაშვილმა საჯარო სკოლების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კუთხით მიღწეული შედეგები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს, სტუ-ს, თსსუ-ს, ილიაუნისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად მუშაობს სტუდენტთა საცხოვრებლების საკითხზე.სიახლეები ვერ მოიძებნა.