ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტრო აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან მისი კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით“

მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2022 წელს გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და დეპუტატებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიხეილ ჩხენკელი: „უკრაინელი მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამა შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს, რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თითოეულმა მათგანმა შეძლოს განათლების მიღების გაგრძელება შესაბამის დონეზე“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მიხეილ ჩხენკელი: „2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას იმ ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.

მიხეილ ჩხენკელი: „განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელმა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ახლად დანიშნულ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის ელჩთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხი განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან ჰადას მეიცადთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჩხენკელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა.

მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელს ლორენს მერედიტსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 2024 წელს დასრულდება.

მიხეილ ჩხენკელი: „თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში‘‘

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატის მიერ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში დეპუტატების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტართა რვაკაციანი ჯგუფის კითხვებს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უპასუხა.

მიხეილ ჩხენკელმა გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პროფესორებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საპატიო ჯილდოები გადასცა.

მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის 14 სტუდენტი ბაკალავრიატის პირველი კურსის წარჩინებით დასრულებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და წარმატებულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს მიმართავს და მათ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

საქართველოში სამეცნიერო პრიორიტეტების დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის – „საქართველოში სამეცნიერო პრიორიტეტების დადგენა, კვლევის შედეგები‘‘ პრეზენტაცია გახსნა, რომელიც ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის‘‘ ფარგლებში ჩატარდა.

ვალერიან გობრონიძემ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „მერმისს“ ესტუმრა, სტუდენტებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.