სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ლიტერატურათმცოდნის, ენათმეცნიერისა და პოლიტიკოსის, ბატონი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.
მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) მარტინა ჰირაიამასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების გზები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა
შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მიხაელ შეფმანმა უმასპინძლა.
მიხეილ ჩხენკელმა ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ.
მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიაში EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა EHL-ის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მიშელ როშასთან და EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლის მმართველ დირექტორთან, ანდრე მაკთან.
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა
10 ნოემბერს მსოფლიოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღის დაწესება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.
მიხეილ ჩხენკელს შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ ურთიერთობათა, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მრჩეველმა (მინისტრმა) უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ ურთიერთობათა, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მრჩეველთან (მინისტრთან) გი პარმელინთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა ბერნის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ბერნის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ქრისტიან ლოიმანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ბერნის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. მინისტრი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და მის ფარგლებში, პროფესორ მანუელა შტუდერ-კარლენის ლექციას დაესწრო თემაზე – „შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და ხუროთმოძღვრება“.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი შეიქმნა, რაც ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას მისცემს.
100 საუკეთესო პირველკურსელი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს
სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილე მიულოცა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელმა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ეწვია. მინისტრს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა და გიმნაზიის შენობა პირადად დაათვალიერებინა.
პირველად საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით „ღია მეცნიერების ფორუმი‘‘ ტარდება
პირველად საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2-4 ნოემბერს სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით „ღია მეცნიერების ფორუმი‘‘ იმართება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.
მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელმა იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია გახსნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების მიმართულებით ახალი პროექტი ხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით ევროპის საბჭო საჯარო სკოლებში პროექტს სახელწოდებით – „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ახორციელებს.
მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდა
პირველად საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.