სიახლეები

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტ ვოლფგანგ ჰერმანთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივები და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო.
ილჰამ ალიევმა მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა გამართა
ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIUInnovate-ის პირველი ბიზნეს ფორუმი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული KIUInnovate-ის პირველი ბიზნეს ფორუმი გახსნა.
მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების სფეროს არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის დირექტორატის (DG NEAR) მხარდაჭერით თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების ექსპერტთა არაფორმალური სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა ფართოვდება
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მიხეილ ჩხენკელმა STS ფორუმის ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
STS ფორუმის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-19 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრთან ვოლფგანგ თიფენზეესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პიტერ ფიშერი ესწრებოდა.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება.
მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით საჯარო სკოლებში ახალი პროექტი იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლებში ახალი პროექტი იწყება, რომლის მიზანს წარმოადგენს სსსმ და შშმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რესურს ოთახების ფუნქციონალური გამოყენების გაძლიერების, ზოგადი განათლების საფეხურიდან განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციის ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვისა და სკოლის ბაზაზე მშობელთა საგანმანათლებლო კლუბების დაფუძნების გზით. პროექტი ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის‘‘ პარტნიორობით ხორციელდება.
მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პრეზიდენტს ჯოიბრატო მუხერჯის უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პიტერ ფიშერი და DAAD-ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი ესწრებოდნენ.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება
14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩასარიცხად დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მიხეილ ჩხენკელმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორ დარენ ტანგთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი შეეხო განათლების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებს და ამ მიმართულებით, სამინისტროსა და WIPO-ს შორის თანამშრომლობას.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“ ქართული ღვინის ფესტივალს შეუერთდა
საქართველოში ღვინის მასშტაბური ფესტივალი დაიწყო, რომელიც ქართული ღვინისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ახალი ფესტივალი სახელწოდებით „ღვინის დღეები საქართველოში“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით 26 ლოკაციაზე, 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე იმართება. მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციისა და პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ფესტივალს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“. კოლეჯში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ მიიღო.
კვიპროსში გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გამართულ მინისტერიალზე მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განათლების სისტემის განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა. ნიქოზიაში გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან ერთად განათლების სისტემის განვითარების საკითხები განიხილა.
ნუნუ მიცკევიჩმა საერთაშორისო ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კვიპროსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ანდრეა ბელუცისთან. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსში გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, პროდრომოს პროდრომუსის მიწვევით, ნიქოზიაში გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.სიახლეები ვერ მოიძებნა.