ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართევლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების  წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება, რომელიც როგორც  საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ  ხარჯვას გამორიცხავს. სამინისტროს მიზანია, თითოეული თეთრი, რომელიც ბავშვების განათლებისთვის არის გათვალისწინებული, მიზნობრივად დაიხარჯოს.

"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ" მინისტრის ბრძანების თანახმად, თუ სკოლის მიერ მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების მიუხედავად, მოსწავლე სკოლაში 6 თვის განმავლობაში არ ცხადდება,  არ იღებს შეფასებას და არც ექსტერნად დარეგისტრირებულა, მას მოსწავლის სტატუსი შეუჩერდება.

მოსწავლეს სტატუსი მისთვის სასურველი დროის განმავლობაში შეუჩერდება.  სტატუსის შეჩერებაც და აღდგენაც პირველივე განაცხადით მოხდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე