ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები და მოსწავლეები კინოსა და თეატრის მუზეუმში

მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №39, №74 საჯარო სკოლებისა და  №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები საქართველოს  კინოსა და თეატრის ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. მოზარდებმა  მუზეუმში დაცული უძველესი ექსპონანტები დაათვალიერეს. 

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები პარალელურად უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა „გახდი ტაძრის ხუროთმოძღვარ“-ში ჩაერთვნენ, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქართული არქიტექტურისა და ფრესკული მოხატულობების თავისებურებებს. გარდა ამისა მოსწავლეებმა კავკასიაში არსებული უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული ძეგლების არქიტექტურაც დაათვალიერეს.

მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში, რომლის ფარგლებშიც მათ საგანგებოდ მომზადებულ ესკიზებზე მოხატეს ქართული ფრესკები, დაასრულეს იშხნის ტაძრის ჩუქურთმები და ორნამენტებით დაამშვენეს სამთავისის კარის კარიბჭე. დასასრულს მათ საშუალება მიეცათ აეწყოთ სვეტიცხოვლის ტაძრის და პარხლის ბაზილიკის მაკეტები.

მანდატურების თქმით, მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდები  საკუთარ სიძველეებს ეცნობიან და  ცოდნას იღრმავებენ. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე