ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ბავშვთა დღე 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტრადიციულად, თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლა-პანსიონში მივიდა და მოსწავლეებს  საჩუქრები მიუტანა.  

წელს №202-ე სკოლას შვიდი მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ყველა მათგანმა  საატესტატო გამოცდებში 8-ზე მაღალი შეფასება, ხოლო ორმა უსინათლომ ყველა საგანში 10 ქულა მიიღო. ყველა კურსდამთავრებული სწავლის გაგრძელებას გეგმავს და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს მონაწილეობას.

დიმიტრი შაშკინმა №202-ე სკოლაში ერთ-ერთი სტუმრობისას შეიტყო, რომ სკოლის შვიდივე მეთორმეტეკლასელი კარგად სწავლობდა და სწავლის გაგრძელებას გეგმავდა. ამის გათვალისწინებით, მინისტრმა  მათ  ოცნება აუსრულა და რამდენიმე თვის წინ  ინგლისში ენის შემსწავლელ კურსებზე  გაგზავნა.  

ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად  წარმატებით აბარებენ. მათთვის  საგამოცდო მასალა  ბრაილის  შრიფტზეა ადაპტირებული.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლაში სულ 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ეს სკოლა და ზოგადად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები სამინისტროს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ  არიან. მინისტრის გადაწყვეტილებით,  №202 სკოლაში მნიშვნელოვანი სარემონტო საუშაოები განხორციელდა, მოწესრიგდა და ბავშვთა საჭიროებებს მოერგო სველი წერტილები და სხვა კომუნიკაციები. უკვე ამ სკოლის მოსწავლეები განახლებულ გარემოში აგრძელებენ სწვლას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე