ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა მოქმედი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, დააფინანსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) მცხოვრებ იმ პირთა სწავლას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ვისაც, აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვს მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

აღნიშნული კანდიდატები ვალდებულნი არიან, დაფინანსების მოთხოვნამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოთხოვილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამსახურში წარადგინონ იმ სააგენტოს მიერ გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე: +995 322 200 220.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე