ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბიზნესფორუმი პროფესიულ კოლეჯში

დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფესიულმა კოლეჯმა "სპექტრი" ბიზნესფორუმი გამართა. ღონისძიების მიზანი ბიზნესის წარმომადგენელთათვის კოლეჯის განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და დამსაქმებლებთან სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით მემორანდუმების გაფორმება იყო. ფორუმის ფარგლებში კოლეჯის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციაც მოეწყო. ბიზნესფორუმში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ მიიღეს.

ფორუმს საქართველოში მოღვაწე 30-მდე ცნობილი კომპანიის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის უმრავლესობა  სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენელი იყო.

2007 წელს "სპექტრის" სრული რეაბილიტაცია, აღჭურვა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების დანერგვა განხორციელდა. თუმცა, სასწავლო პროგრამების განახლება, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა კოლეჯში დღემდე მიმდინარეობს.

კოლეჯში 32 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. მათ შორის: ფართო პროფილის მშენებელი; ზეინკალი; მკერავი; ელექტრიკოსი; მაცივრებისა და ავტომობილების  შემკეთებელი; მძერწავი (არქიტექტურული დეტალების); სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი; გარემოს დაცვის ტექნიკოსი; ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი; ბუღალტერი; ოფისის მენეჯერი; მებაღე; ტოპოგრაფისტი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი; პოლიგრაფისტი და სხვ.

მიმდინარე წელს კოლეჯში ყველაზე დიდი კონკურსი სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის, მძიმე ტექნიკის ოპერატორისა და ფართო პროფილის მშენებლის პროგრამებზეა.

„სპექტრში“ ამჟამად  სხვადასხვა პროფესიულ პროგრამაზე 469 პროფესიული სტუდენტი სწავლობს. მათ შორის 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 350 სტუდენტია, სულ 2012 წლის ბოლომდე კოლეჯი 550 მსურველს გადაამზადებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე