ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

2012 წლის 12 ივლისიდან საქართველოს ბანკის ყველა ფილიალში პროექტში ”Summer job” მონაწილეთათვის პლასტიკური ბარათების გაცემა იწყება. კონკრეტული მონაწილე ბარათს იმ ფილიალში აიღებს, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითა.

პროგრამის მონაწილეებს პლასტიკურ ბარათებთან ერთად სახსოვრად გადაეცემათ ქუდები და სამაჯურები „Summer Job”-ის ლოგოთი. ამასთანავე მონაწილე სტუდენტები მიიღებენ საინფორმაციო ბარათებს, ფოტოკონკურსის დაწყების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის  დადებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ბანკმა პროგრამის მონაწილე სტუდენტებისათვის სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათები დაამზადა.

სტუდენტებს პლასტიკური ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ბარათებზე ანაზღაურება 500 ლარი საზაფხულო სამუშაოს დასრულების შემდეგ დაირიცხება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის ყველა მონაწილეს სთავაზობს ფოტოკონკურსს „ჩემი პირველი Summer Job”. კონკურსში მონაწილეობისათვის სტუდენტი ჩართული უნდა იყოს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში, უნდა გადაიღოს ფოტო სამუშაოს შესრულების პერიოდში და 20 ივლისიდან გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე: [email protected] ფოტოკონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე www.facebook/mes.gov.ge. კონკურსში მონაწილე ფოტოს ავტორი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ “Like”-ს,  შემეცნებითი ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე