ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

60-ზე მეტი უცხოელი ქართულ ენას საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეისწავლის

ზაფხულის თვეებში 60-ზე მეტი უცხოელი ქართულ ენას საქართველოში შეისწავლის. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში განხორციელდება.

4 სხვადასხვა ჯგუფი საქართველოს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეწვევა. ქართველოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული უცხოელები ადგილზე შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან ძველ და თანამედროვე ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, დაათვალიერებენ საქართველოს კუთხეებსა და ღირსშესანიშნაობებს. უცხოელ სტუდენტებს მაღალკვალიფიციური მეცნიერები თეორიულ და პრაქტიკულ მედაცინეობებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ჩაუტარებენ.

პროექტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კროს–კულტურული უნივერსუმის (CCU) ბაზებზე განხორციელდება.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის სამეცნიერო მიმართულებაში უცხოელი მკვლევრების მოზიდვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.

კონკურსი 2009 წლიდან იმართება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის უცხოელი კურსდამთავრებულები აქტიურად მუშაობენ ქართველოლოგიაში, ზოგი მათგანი კი ქართულ ლიტერატურასაც თარგმნის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე