ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ისწავლე დღეს - დასაქმდი ხვალ“

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს - პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები.

ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ  აირჩიოს  ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეს  შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. საქართველოს 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგიტრაცია დღეს დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და  პროექტის ვებგვერდი www.po.ge წარადგინა.

პროექტში ჩართვის მსურველებთა  რეგისიტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე იწარმოებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად ვებგვერდზე www.po.ge, აგრეთვე, ამავე საიტზე მითითებულ დაწესებულებებში.

რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დარეგისტრირებული ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს და მისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ ლექციების განრიგს.

სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე