ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თვრამეტმა უცხოელმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო. პროგრამა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში ხორციელდება. სკოლის გახსნას დღეს  ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.

პროექტში ქართული ენითა და დამწერლობით დაინტერესებული უცხოელები მონაწილეობენ.  სპეციალური სასწავლო პროგრამა როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კურსს მოიცავს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მაღალკვალიფიციური მეცნიერები ჩაატარებენ.

სტუდენტები აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, მაკედონიიდან, ირანიდან და სომხეთიდან ათი დღის განმავლობაში ქართულ გარემოში იცხოვრებენ, საქართველოს კუთხეებს დაათვალიერებენ და  ქართულ კულტურას გაეცნობიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ საზაფხულო სკოლას დააფინანსებს. პროექტის მიზანია ქართველოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებში უცხოელი მკვლევარების ჩართვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე