ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

"მაკმილანის" ტრენინგები დაიწყო

2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის - "მაკმილანის" მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ ინგლისურ ენას. წელს პირველად, ახალი სასწავლო წლიდან აღნიშნული სახელმძღვანელოები 7-12 კლასებშიც დაინერგება.  

"მაკმილანთან" გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს. პარალელურად მიმდინარეობს ტრენინგები საქართველოს სხვა რეგიონებშიც.  მასწავლებლებს ტრენინგებს კვალიფიციური ბრიტანელი სპეციალისტები უტარებენ.

ტრენინგების კურსი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ინტეგრირებული სწავლების მეთოდები, რაც სხვადასხვა საგნებიდან ტექსტების ინგლისურ ენაზე დამუშავებას ითვალისწინებს, ონლაინ რესურსების გამოყენება, კლასის მენეჯმენტი, გაკვეთილის დაგეგმვა და სხვ.

აგვისტოს ბოლომდე ტრენინგების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 4 800 პედაგოგი გადამზადდება. მათ სახელმძღვანელოები, დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალურ მასალები უფასოდ გადაეცემათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე