ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოცდები დასრულდა

წელს, ერთიანმა ეროვნულმა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებმა ყოველგვარი ექსცესებისა და ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

35 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან მხოლოდ 2% არ გამოცხადდა, დაგვიანების გამო გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაიშვა, პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგებისთვის 2 ივლისს დაიწყო. დარეგისტრირებული 40 000 მასწავლებლიდან პროფესიული უნარები 32 000 - მდე,  ხოლო საგნობრივი 27 000-მდე მასწავლებელმა ჩააბარა. პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ ოთხი პედაგოგი მოიხსნა, დაგვიანების გამო არ დაიშვა - 8, პედაგოგთა 10% გამოცდაზე თავად არ გამოცხადდა.

6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდა, დარეგისტრირებული 5 000-მდე სტუდენტიდან გამოცდაზე 10% არ გამოცხადდა. გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

12 და 13 ივლისს საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთვნენ. მათ გამოცდები ანალიტიკურ წერაში, წაკითხულის გააზრებაში, ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩააბარეს.  2012 წელს სამაგისტრო გამოცდებზე 7 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. არ გამოცხადდა 8%. აღსანიშნავია, რომ მომავალი მაგისტრებისათვის მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული, რომელიც 2 250 ლარს შეადგენს.

28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. წელს, საგამოცდო ცენტრები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს. ამ ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი, 8+1 საგამოცდო მოდელი ამოქმედდება.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:

• 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; www.online.naec.ge) გაიარეს;

• გაუქმდა მეორადი ჩარიცხვები  - შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება მიეცათ;

• 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ;

• წელს პირველად, დაჩქარდება გამოცდების შედეგების გამოცხადება. სექტემბრის ნაცვლად, შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. საკუთარი ნაშრომების ნახვას აპლიკანტები აგვისტოს დასაწყისში შეძლებენ  ვებგვერდზე: www.naec.ge

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე