ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის ”სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” განხორციელება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე შოთა ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდნენ და მათ მუშაობას გაეცნენ.

უნივერსიტეტმა სულ 500-მდე ბაკალავრი დაასაქმა. ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნებისა და სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონულ ვერსიებს შექმნიან.

დღესვე, მინისტრის მოადგილეებმა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში არქეოლოგიურ გათხრებზე დასაქმებული 20 სტუდენტი გააცილა. მუშაობის დროს ამოღებული მასალის მიხედვით მეცნიერები ჩვ.წთ.აღ-მდე I საუკუნით დათარიღებული სამლოცველოს აღმოჩენას ვარაუდობენ. ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული ეს კომპლექსი, სასწრაფოდ მოითხოვს სამუშაოების განახლებას.

სტუდენტები სამოცდაათამდე სფეროში - სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. დასაქმდნენ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე, გამომუშავებული თანხა, მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები იღებენ და  მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე