ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხატია დეკანოიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრმა სტიქიით დაზარალებული თელავის მე-7 და მე-3, სოფელ აფენის №1, ჭაბუკიანის, ვაჩნაძიანის და ვაზისუბნის საჯარო სკოლები მოინახულა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად 20-მდე საჯარო სკოლა დაზიანდა. ძლიერმა ქარმა სკოლებს სახურავები გადახადა და ფანჯრის მინები ჩაამტვრია.

ამ ეტაპზე ყველა დაზიანებულ სკოლაში მიმდინარეობს  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა უმოკლეს დროში გამოსწორდეს შექმნილი მდგომარეობა და საჯარო სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე