ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტრენინგები ახალ საგანში

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები შედის. მასწავლებლის სახლში უკვე დაწყებულია ინტენსიური ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა სკოლის მასწავლებელი მომზადდება.

ახალი საგანი ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საფუძვლებს აერთიანებს და მოსწავლეებს თითოეული მათგანის შესასწავლად ამზადებს. 2012 წლიდან ის ყველა სკოლის მე-7 კლასში დაინერგება, რის შემდეგაც მოსწავლეები თითოეულ საგანს ცალ-ცალკე სრულფასოვნად შეისწავლიან.

ტრენინგებზე პედაგოგები ინტეგრირებული სახელმძღვანელოს მიხედვით სწავლების მეთოდებს გადიან, რაშიც მათ თავად წიგნების ავტორები ეხმარებიან. თითოეულ მასწავლებელს სახელმძღვანელოს მიხედვით ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საფუძვლების სწავლებასა და მათ კომბინირებაში ამზადებენ. ტრენინგები სამ დღიანია და მას როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების პედაგოგები გაივლიან.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე