ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კიდევ ერთი ქართველი მოსწავლის საერთაშორისო წარმატება

ივ.ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის №24 ქართული გიმნაზიის VII კლასის მოსწავლე მარიამ ბიჭოშვილი რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს“ საუკეთესო შესრულებისთვის გრანპრის მფლობელი გახდა. იგი 2012 წლის ივლისში ბელორუსიაში გამართულ საბავშვო საერთაშორისო კონკურსში „Славянский базар, Витебск 2012“ მონაწილეობდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ  მარიამ ბიჭოშვილი  პორტატული კომპიუტერით ხოლო, ქალაქ რუსთავის მერმა ზაქარია დარჩიაშვილმა მუსიკალური ცენტრით დაასაჩუქრეს.

მარიამი  მრავალშვილიან ოჯახში იზრდება, არის წარჩინებული მოსწავლე, მონაწილეობს მათემატიკურ კონკურსებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებში. მარიამი ასევე დაჯილდოებულია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, 2008 წელს მან სიმღერის  კონკურსში „მელოდია 2008“ პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგი მისი წარმატება 2009 წლის საბავშვო მუსიკალურ პროექტ „ანა-ბანას“ მე-5 სეზონის ფინალისტობა იყო.  2010 წელს  საბავშვო  ფესტივალში „მხიარული ნოტები“ პირველ ადგილი დაიკავა. 2011 წელს გამართულ  ევროპული ცეკვების კონკურსზე მან ასევე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ირინე ქურდაძის განცხადებით, სამინისტროსთვის  პრიორიტეტულია ყველა ნიჭიერი მოსწავლის წახალისება, აქედან გამომდინარე,  ასეთი მოსწავლეები არც მომავალში დარჩებიან სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული  ყურადღების გარეშე.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე