ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სულხან სისაურმა საზაფხულო სკოლის მსმენელები დააჯილდოვა

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ”ქართული დამწერლობის” მსმენელები დააჯილდოვა. სულხან სისაურმა პროექტში ჩართულ უცხოელ სტუდენტებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამოცემული წიგნები - ”ბიზანტია ქართულ წყაროებში”, ”საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში”, ”საქართველოს ეთნოგრაფია”, ”ქართული რომანტიზმი ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები” გადასცა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე განხორციელებული ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა  ოფიციალურად დღეს დაიხურა. პროექტში ქართული ენითა და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული 22 უცხოელი მონაწილეობდა. ათი დღის განმავლობაში სტუდენტებს სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ, მათ ასევე დაათვალიერეს საქართველოს კუთხეები და გაეცნენ ქართულ კულტურას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ საზაფხულო სკოლას დააფინანსებს. პროექტის მიზანია ქართველოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებში უცხოელი მკვლევრების ჩართვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე