ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხატია დეკანოიძე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ დღეს, კახეთის რეგიონში უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა რექტორებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა გააცნო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტთა დაფინანსების თაობაზე.

ხატია დეკანოიძე სოფელ შალაურში სტიქიით დაზარალებულ გრემელაშვილების ოჯახშიც მივიდა, სადაც ორი სტუდენტი ჰყავთ. მინისტრმა ოჯახის წევრებს 2012-2013 სასწავლო წლის  სწავლის საფასურის დაფინანსების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივა პირადად შეატყობინა.

როგორც ცნობილია, კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ახალი 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს. რექტორებთან შეხვედრაზე ის დეტალები განიხილეს, რაც აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვისაა აუცილებელი.

სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვის გადაწყვეტილებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე