ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Summer Job-ის შედეგების შეჯამება

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და მასში გათვალისწინებული  სამუშაოები  23 000-მდე სტუდენტმა გაიარა. პროგრამის თითოეული მონაწილე, როგორც სტუდენტები, ასევე დამსაქმებლები კმაყოფილები არიან და დიდ სურვილს გამოთქვამენ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდეს. თავის მხრივ, დამსაქმებლები აცხადებენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტ სამუშაო ადგილს გამოყოფენ სტუდენტებისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დასაქმებულ სტუდენტთა რაოდენობა. 

დღეს 27 აგვისტოს Summer Job-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელფასები სრულად გაიცემა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დამსაქმებელ ორგანუიზაციასა და სტუდენტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად.  დამსაქმებელი შრომის ანაზღაურებას ახორციელებს პროგრამის მონაწილის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშების საფუძველზე,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

ძალიან ვწუხვართ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არასამუშაო დღეებს კონკრეტულად შაბათ-კვირას დაემთხვა და გვესმის სტუდენტების მღელვარება. შეგახსენებთ, რომ ყველა იმ სტუდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დასაქმების პროგრამაში ანაზღაურებას მიიღებენ საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათზე, რომელიც ყველა მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება ბანკთან ან პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტსა და დამსაქმებელ ორგანიზაციას. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე