ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცხადდება მიღება პირველი სამი საფეხურის პროფესიულ პროგრამებზე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაფინანსებით.

საბიუჯეტო დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტის  100%-იან (1000 ლარიანი ვაუჩერით) ან 70%-იან (700 ლარით) დაფინანსებას, ხოლო არასაბიუჯეტო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მსურველი სწავლის საფასურს იხდის სრულად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

1 000 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა:

„ა) პირზე, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 2012 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით არ აღემატება 100 000-ს (ასი ათასი);

ბ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და სწავლა არ განაგრძო საშუალო საფეხურზე;

გ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს სწავლა შეწყვიტა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ან მიიღო სრული ზოგადი განათლება და სწავლა არ განაგრძო აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“

დ) პირზე, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, რაც დასტურდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით.

ე) პირზე, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაიარა ტესტირება ზოგად უნარებში და გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სტუდენტი, რომელიც არ განეკუთვნება ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსდება ვაუჩერის ოდენობის 70%-ით.

ვაუჩერით ვერ ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

მსურველებმა რეგისტრაციისათვის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ მისამართებზე:

  1. ქობულეთი, რუსთაველის 154; ტელ: 577 177 952-  ლელა მესხიძე;
  2. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა 13; 577 788 313 - გიორგი ოსაძე;
  3. თბილისი, კოსტავას 77; 577 92 90 93 - მარი წიკლაური.

დანართი:

პირველი სამი საფეხურის განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებზეც ვრცელდება სახელმწიფო დაფინანსება

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე