ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან განათლების სისტემის წარმომადგენელებზე თავდასხმები გრძელდება. მათი მხრიდან ადგილი აქვს როგორც მასწავლებლების, ასევე დირექტორების დაშინებას. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თავად პარტიის ლიდერი პედაგოგებს დასჯითა  და დაკავებით ემუქრება.

2012 წლის 7 სექტემბერს, სკოლის დირექტორის მიმართ მუქარის მორიგ ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაში. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა საჯარო სკოლის ტერიტორია. ამავდროულად, მან აქციაში ჩართო არასრულწლოვანი მოსწავლეები. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა სკოლის დირექტორისთვის, რომელმაც პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენელს სრულიად სამართლიანად სასწავლო დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა თუმცა, აქციაში მონაწილეე სხვა პირებისაგან განსხვავებით,  სკოლის დირექტორის მითითებას ხიდაშელის მკვეთრი პროტესტი მოჰყვა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს პასუხისმგებლობით დაემუქრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ მიუღებელია იმ ადამიანებზე ზეწოლა, რომლებიც ემსახურებიან საგანმანათლებლო სისტემას და უშუალოდ ზრუნავენ მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდაზე და მოუწოდებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და მუქარისაგან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე