ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დღეს ახალი 2012 – 2013 სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა. საქართველოს მასშტაბით 11 ახალი სკოლა აშენდა და 527 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაიხსნა 83 ”მომავლის კლასი”.

2012-2013 სასწავლო წლისათვის ახალი სკოლები აშენდა გურიის რეგიონის სოფლებში ჩიბათსა და ქვაბღაში, სამეგრელოს რეგიონის სოფელ სალხინოში, კახეთის რეგიონის სოფლებში ერისიმედსა და შიბლიანში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ნიჯგორსა და მირაშხანში, ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა ახალციხის #5 საჯარო სკოლისთვის, ახალ შენობაში აგრძელებენ სწავლას ახალქალაქის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ, სადაც არ უნდა სწავლობდეს, თანამედროვე და  კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.

ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით ათობით სკოლა შენდება თანამედროვე დიზაინითა და ინფრასტრუქტურით, თითქმის ყველა სკოლა რეაბილიტირებულია, სკოლები უზრუნველყოფილია გათბობისა და განათების სისტემით. ახალი სკოლები თანამედროვედაა აღჭურვილი. სკოლებში ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე