ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა კახეთის რეგიონში ახალი სკოლები გახსნა

საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და  ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ახალი სკოლა კახეთის რეგიონის სოფლებში ერისიმედსა და შიბლიანში გახსნა.

სოფელ ერისიმედის 100-მდე მოზარდი 25 წლის განმავლობაში არასტანდარტულ, ბაგა-ბაღისთვის განკუთვნილ ავარიულ შენობაში სწავლობდა. სოფლის მოსახლეობის ეს  დიდი პრობლემა ახალი სკოლის მშენებლობით გადაიჭრა. ევროპული სტანდარტების სკოლას თანამედროვე გათბობის სისტემა და საკუთარი ჭაბურღილი აქვს. სკოლაში ასევე დამონტაჟებულია საკუთარი დენის წყარო, რაც ამ სკოლის მოსწავლეებისთვის უწყვეტი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარანტია. სკოლა  აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით, სკოლას  აქვს ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედანი.

საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში სკოლის ძველი, ავარიული შენობა 5 წლის წინ გამოვიდა ექსპლუტაციიდან და ამ ხნის განმავლობაში სოფლის 50-მდე მოსწავლე ყოფილი  გამგეობის ძველ, არაკომფორტულ შენობაში სწავლობდა. ამიერიდან, ამ სოფლის მოსწავლეები ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში ისწავლიან. სკოლას აქვს თანამედროვე გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სააქტო დარბაზი და 130 მოსწავლეზეა გათვლილი.

2012-2013 სასწავლო წლისათვის ახალი სკოლები აშენდა გურიის რეგიონის სოფლებში ჩიბათსა და ქვაბღაში, სამეგრელოს რეგიონის სოფელ სალხინოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ნიჯგორსა და მირაშხანში, ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა ახალციხის №5 საჯარო სკოლისთვის, ახალ შენობაში აგრძელებენ სწავლას ახალქალაქის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

სკოლების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ,  სადაც არ უნდა სწავლობდეს, თანამედროვე და  კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.

ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით ათობით სკოლა შენდება თანამედროვე დიზაინითა და ინფრასტრუქტურით, თითქმის ყველა სკოლა რეაბილიტირებულია, სკოლები უზრუნველყოფილია გათბობისა და განათების სისტემით. ახალი სკოლები თანამედროვედაა აღჭურვილი. სკოლებში ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე