ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი საგამოცდო მოდელი 8+1

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ერთიანი საგამოცდო პროგრამა ფარავს ერთდროულად ორ დონეს ატესტატის მიმღებთა და აბიტურიენტთა.

 მთავარი სიახლეები:

  • დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვალდებულია 8 საგანში ჩააბაროს გამოცდა;
  • სააბიტურიენტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ ირჩევს საბაკალავრო პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას;
  • გამოცდებს მოსწავლეები კომპიუტერის საშუალებით ჩააბარებენ;
  • ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები ქაღალდზე შესრულდება;
  • უცხოური ენების საგამოცდო ფორმატს მოსმენის  (Listening)-ის კომპონენტი დაემატება;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები  სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება;
  • სექტემბრის ბოლოს  საგამოცდო პროგრამები  გამოცდების ეროვნული  ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება;
  • ოქტომბრის ბოლოს უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ ცნობარი გამოიცემა;
  • მეორე სემესტრიდან სკოლებში აბიტურის საათებს საგანი “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები” დაემატება და მოსწავლეები ახალი ტესტის ფორმატზე კომპიუტერებთან  ივარჯიშებენ;
  • რეგისტრაციას მოსწავლეები  სკოლებში მარტის დასაწყისიდან ერთი თვის ვადაში გაივლიან;
  • აბიტურიენტები რეგისტრაციას თავად გაივლიან და 20 სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებზე მუშაობა გრძელდება. სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რეგულარულად შეხვდებიან მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და პირადად გააცნობენ გამოცდების ახალ მოდელს, სრული და ყველა აუცილებელი ინფორმაცია კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook-ზე განთავსდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე