ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

პირველად საქართველოში მშობლისა და აღმზრდელის წიგნი ,,თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის” გამოიცა. დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში მოცემულია რჩევები და თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. რეკომენდაციები ეყრდნობა ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებს. აღნიშნული პუბლიკაცია დაეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებსა და აღმზრდელებს უკეთ დაგეგმონ განმავითარებელი და ბავშვისთვის საინტერესო აქტივობები თუ თამაშები როგორც საბავშვო ბაღში, ასევე სახლში.

მშობლისა და აღმზრდელის წიგნი უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა მუნიციპალურ ბაღს საქართველოს მასშტაბით, ელექტრონული ვერსია კი განთავსდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.elibrary.emis.ge .

წიგნის პრეზენტაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სატელევიზიო სოციალური  სარეკლამო რგოლის ჩვენებაც გაიმართა.

სკოლამდელი განათლების მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი მეოთხე წელია რამდენიმე პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

პროექტების ფარგლებში, სკოლამდელ განათლებაში მშობელთა ჩართულობის  მიზნით,  11 მუნიციპალიტეტში მშობელთა ცენტრები შეიქმნა; საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში კვალიფიკაცია 562 აღმზრდელმა აიმაღლა, მათ ტრენინგები უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაუტარეს; 6 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ეთნიკური უმცირესოებების სკოლამდელი განათლების 8 ცენტრი; 2012 წლის ივნისში  სკოლამდელი განათლების კვირეული ჩატარდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას სკოლამდელი განათლების, როგორც უწყვეტი განათლების ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი რგოლის ხელშეწყობის მიმართულებით.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე