ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში 2012 წლის 8 ოქტომბრის №219/ნ ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის საფუძველზე მესამე დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მისაღებად კანონით დადგენილი სავალდებულო კრედიტების  არანაკლებ 75% უნდა დაეთმოს რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ეს დანაწესი ასახოს იმ საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობაში, რომელიც ხორციელდება აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შემდეგ.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №219/ნ ბრძანება არ ითვალისწინებს აღნიშნული ნორმატიული აქტისათვის უკუძალის მინიჭებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრძანების ამოქმედებამდე ჩარიცხული პირებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება უნდა მოხდეს იმ საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე, რომელიც ხორციელდებოდა მათი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დროს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე