ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რისკების შემცირების მიმართულებით მემორანდუმი გაფორმდა

კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელის მომწერი მხარეები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები „გადავარჩინოთ ბავშვები“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“.

ურთიერთგაგების მემორანდუმი პროექტის „კატასტროფების რისკის შემცირება (DDR) საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში“ ფარგლებში დაიდო და მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაციები „გადავარჩინოთ ბავშვები“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (შემდგომშო “ASB”) ახორციელებენ და დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის (ECHO) მიერ “კატასტროფის რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში” პროგრამის (DIPECHO II ფაზა) ფარგლებში.

პროექტი ითვალისწინებს კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებას და მათთვის ინტერაქტიული სასაწვლო პედაგოგიური მეთოდების მიხედვით გადამზადებას. აღნიშნული პედაგოგიური და სააღმზრდელო პროგრამები ბუნებრივი რისკების და ექსტრემალურო სიტუაციების დროს სკოლამდელი ბავშვების უსაფრთხო ქცევას უზრუნველყოფენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე