ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომისიამ ქუთაისის სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

კომისიის მორიგი სხდომა თბილისში, 2013 წლის 8 აგვისტოს გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ქუთაისის ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაცია შეაჯამეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ახალ უფროსსა და კომისიას შორის შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.

2013 წლის 1 აგვისტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისია სამუშაო ვიზიტით ქუთაისს ეწვია. კომისიის სხდომები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში გაიმართა.

ქუთაისში გასვლითი სამუშაო შეხვედრის დროს არსებითად მოხდა 38 საქმის განხილვა (მათ შორის: 24 პედაგოგი, 12 დირექტორი და 2 რესურსცენტრის ყოფილი თანამშრომელი), რაც სრულად მოიცავდა იმერეთის რეგიონის განცხადებებს. ვიზიტის ფარგლებში კომისია უშუალოდ განმცხადებლებს გაესაუბრა. თითოეულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაბარებული იყვნენ გათავისუფლების ფაქტების უშუალო მოწმეები, განათლების სფეროს მუშაკები და სხვა დაკავშირებული პირები. წარმოდგენილი საბუთები, დამატებითი დოკუმენტები და გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია უკვე თბილისში დამუშავდება და საბოლოო შედეგი კომისიის დასკვნის სახით ეცნობებათ განმცხადებლებს. განხილვის შემდეგ კომისია შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ყველა განხილულ საქმესთან დაკავშირებით. კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

რეგიონებში შეხვედრების ორგანიზება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომისია შეიქმნა 2012 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით (№1475) და ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. კომისია დაკომპლექტებულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით.

2013 წლის 14 იანვრამდე კომისიის სახელზე შემოვიდა 830 განცხადება, რომელიც სრულად იქნა შესწავლილი. განცხადებების ნაწილი არ განეკუთვნებოდა კომისიის დებულებით განსაზღვრულ კომპეტენციას და ამიტომ განსახილველად გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო ნაწილი - წარმოდგენილი იყო არასრული სახით, რაზეც კომისიამ დაადგინა ხარვეზი და გამოსასწორებლად 10 დღიანი ვადა განუსაზღვრა განმცხადებლებს. მოცემული მდგომარეობით კომისიას არსებითად იხილავს 212 საქმეს, რომელთაგან 31 საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე