ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მუხრანში ახალი საჯარო სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმეკაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის პირველ საჯარო სკოლაში ახალი სკოლის მშენებლობის პრეზენტაცია გამართა.  ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება, ტენდერი კი 28 ოქტომბერს გამოცხადდება. ახალი სასწავლო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. 240 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით.

მუხრანის მეორე საჯარო სკოლის არსებული შენობა კი ამორტიზირებულია, ის გასული საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ავარიულია, რის გამოც სწავლა აღარ მიმდინარეობს. ამ დროისთვის სკოლა ოპტიმიზირებულია მუხრანის პირველ საჯარო სკოლასთან, სადაც მოსწავლეებს სწავლა სივიწროვეში და არასათანადო პირობებში უწევთ.

გიგა უმეკაშვილმა დღეს ახალი საჯარო სკოლის პროექტი ორივე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარუდგინა, ახალ სასწავლო შენობაში სწავლის გაგრძელება გრაფიკის მიხედვით მუხრანის სკოლის მოსწავლეებს ერთ წელიწადში შეეძლებათ.

მუხრანის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლას შორის, რომლის მშენებლობასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს დაიწყებს, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. სოფელ წილკანში 450 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო შენობის მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე