ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ - სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაცია შედგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ,,ეროვნული მოდელი - განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლოპროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“.

პროექტის მიზანი იყო სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის ეროვნული მოდელისა და სამოქმედო გეგმის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების უფლების რეალიზაციას და საზოგადოებაში მათ წარმატებულ ინტეგრაციას.

საკითხის ეფექტური რეგულაციის მიზნით, შეიქმნა მრჩეველთა საბჭო სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლის ფუნქცია პროგრამის კოორდინაცია და ზედამხედველობა იყო.

პროექტი ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები და ღონისძიებები: სკოლის მიღმა დარჩენილ/დარჩენის რისკის მქონე ბავშვთა ჯგუფების იდენტიფიკაცია, არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური მოწყობის  ანალიზი, უცხოური გამოცდილების ანალიზი,  იდენტიფიცირებული რისკჯგუფების დაყოფა  შესაბამისი საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით, აუცილებელი სასწავლო და საგანმანათლებლო რესურსების ნუსხის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სადისკუსიო დოკუმენტი.

პროგრამა განხორციელდება სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამის პარტნიორები არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე