ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბლოგების კონკურსში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასკოლო ბლოგების კონკურსში „გაიცანით ჩემი რაიონი“ გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა შორის იყვნენ მოსწავლეები თელავის, რუსთავის, ზუგდიდის, ხაშურის, მესტიის, ქუთაისისა და თბილისის სკოლებიდან.

სასკოლო ბლოგების კონკურსი „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა და იგი ორიენტირებული იყო მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის, სოფლისა თუ ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ასევე სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაზე. მოსწავლეებს მოკვლეული ინფრომაცია სტრუქტურირებულად უნდა წარმოედგინათ ბლოგის სახით.

ბლოგებში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო  ორი ძირითადი მიმართულების ინფორმაცია: 

1. ლოკალური გარემოს ისტორიული და დღევანდელი მდგომარეობა, თავისებურებები.

2. დღეს არსებული პრობლემები და საჭიროებების ანალიზი.

მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაცია საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა კერძოდ, გარემოს დაცვითი, ეკონომიკური, სოციალური საკითხები, ადათ-წესები, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები და სხვ. მოსწავლეებმა ასევე ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა გარემოს პერსპექტივებისა და მომავალი განვითარების კუთხით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე