ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სასწავლო გეგმა - არსებული გამოწვევები და პერსპექტივები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ორდღიანი კონფერენცია „ეროვნული სასწავლო გეგმა - არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“ გამართა.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება როგორც  დეპარტამენტის მიერ 2013 წელს განხორციელებული საქმიანობის, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნისა და განვითარების, მისი დანერგვის პრობლემატიკის და მისი განვითარების პერსპექტივის შესახებ.

კონფერენცია მინისტრის მოადგილემ  ლია გიგაურმა გახსნა, ხოლო  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და დეპარტამენტის ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას  ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რომლებიც დეპარტამენტის მიერ მთელი წლის განმავლობაში წარმატებულად ხორციელდებოდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის: შეიქმნა საბაზო-საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები საგნობრივი, აინშტაინის სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის,   სპორტის გუნდური სახეობების და ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი გზამკვლევები, საგანმანათლებლო რესურსების კლასიფიკატორები, კომპიუტერული სასწავლო თამაშები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის, ინკლუზიური და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ქმედითი აქტივობები.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დონორების (გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და ნორვეგიის მთავრობა) ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამების ანგარიშით  დეპარტამენტის ექსპერტები წარდგნენ. განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებით ანალიზს და იმ კვლევით ტენდენციებს დაეთმო, რაც შემდგომში ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებისა და შემდგომი განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ღონისძიებას სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, სკოლების დირექტორები და მოქმედი პედაგოგები დაესწრნენ.

კონფერენციის მეორე დღეს პედაგოგებთან საგნობრივი ექსპერტების სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე