ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თეთრიწყაროს რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ახალი სკოლა შენდება. სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა და პირადად გაეცნო მშენებლობის მიმდინარეობას.

სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა, გასული საუკუნის 40-იან წლებში იყო აშენებული. სკოლას არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობის  საკლასო ოთახი, თავად შენობა ამორტიზირებული იყო და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარებოდა. გასული წლის ბოლოს ძველი შენობის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. 

სკოლა ამჟამად კერძო სახლშია დროებით განთავსებული და სწავლა შეუფერხებლად  მიმდინარეობს. სოფელი სამღერეთი აჭარის ეკომიგრანტებით არის დასახლებული, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია და 100-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლიდან დადის და მათ  2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ. თეთრიწყაროს რაიონში მიკროავტობუსი კიდევ 11 საჯარო სკოლას ემსახურება.

სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა არის ზრდადი, შესაბამისად, ახალი  სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო  და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე