ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა მინიატიურების მონაცემთა ბაზა შეიქმნება

“ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა” იქმნება. პროქტის პრეზენტაციას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, პროექტის ავტორები, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები გაეცნენ.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს მუზეუმებში დაცულ ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა საფუძველზე, შეიქმნას ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც IX-XIX საუკუნეების მოხატულ ხელნაწერებში ჩართულ მინიატიურებს მოიცავს.

პრობლემა დღეისათვის აქტუალურია, რადგანაც ამგვარი ქართული მინიატიურული მხატვრობის ნიმუშებზე დაფუძნებული ნაშრომი არ არსებობს. პრობლემის აქტუალობას ისიც განსაზღვრავს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში სპეციფიკურად ქართული მინიატიურული მხატვრობისათვის სახასიათო ელემენტები არ არის შესული. პროექტი შესაძლებელს გახდის ქართული მასალა უცხო ენაზე ითარგმნოს და მისაწვდომი გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე