ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომპანია „ბოშთან“ საქართველოში პირველი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და კომპანია „რობერტ ბოშის“ კომერციულმა დირექტორმა კავკასიის რეგიონში ნინო ფრუიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას საინჟინრო მიმართულებით. კომპანია „რობერტ ბოშის“ ლიცენზირებული ტრენერები უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების მასწავლებელთა ცოდნის დონის ამაღლებას ახალი ტექნოლოგიების, ბოშის ელექტრო ინსტრუმენტებისა და აქსესუარების გამოყენებით. კომპანია უზრუნველყოფს სახელოსნოების აღჭურვას თანამედროვე ტექნიკით, სტუდენტების საწარმოო პრაქტიკას, ასევე  ჩაერთვება გამოსაშვებ გამოცდებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბოშის საერთაშორისო სერტიფიკატს.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლების ჩართულობას ელექტრო ინსტრუმენტების მიმართულებით დაგეგმილ ტრენინგებში. ასევე სამინისტრო ხელს შეუწყობს, რომ პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ბოშის მიერ მიწოდებული სწავლების მეთოდიკისა და შესაბამისი მასალების ინტეგრირება   საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმებში). 

კომპანია „რობერტ ბოში“ ანალოგიურ პროექტებს წარმატებით ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის დადებული ხელშეკრულება,  საქართველოში გაფორმებული პირველი თანამშრომლობის მემორანდუმია.  

 „იმ დიდ გამოცდილებას, რაც ბოშის კორპორაციას გააჩნია მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც წარმატებით გამოვიყენებთ“ - განაცხადა ნინო ფრუიძემ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე