ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღო.

ფორუმზე საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები  ავტორებმა - თსუ-ს პროფესორებმა, საპატიო დოქტორებმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა წაიკითხეს. თითო ფაკულტეტიდან თითო ნაშრომი იყო წარმოდგენილი. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით გადაეცათ. ფორუმის პარალელურად, თსუ მუზეუმში ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ერთადერთი რაინდი“ გაიმართა.

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით დაწესდა.

 

„სასიხარულოა, რომ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. დღეს, პირველად გაიცა  ძალიან დიდი რაოდენობის გრანტები, რომელიც მიიღებეს მკვლევრებმა. ეს არის იმ ღვაწლის აღნიშვნა, რომელსაც ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები ეწევიან და კარგი სტიმული ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომ იმუშაონ იმ მიმართულებებით, რომელიც განვითრებულია თსუ-ში,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.   
ღონისძიებას  ასევე ესწრებოდნენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები.

 

ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა  1876 წლის 23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2014 წელს  მეცნიერის 138 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე