ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებმა ავღანეთიდან ქართველი მებრძოლების ბარათები მიიღეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „წერილი ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს 75 საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში მიმდინარე „ISAF”-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს მხარდაჭერის 700-ამდე წერილი გაუგზავნეს.

ქართველმა ჯარისკაცებმა ბარათების ნაწილს უკვე უპასუხეს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები თბილისის 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და IV-V კლასის მოსწავლეებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების წერილები გადასცეს. ღონისძიების მონაწილეებმა ავღანეთში გადაღებული ვიდეოკადრებიც ნახეს, სადაც ქართველი ჯარისკაცები ბავშვების წერილების გაცნობისას მიღებულ ემოციებს ვერ ფარავენ.

პროექტის - „წერილი ჯარისკაცებს“  მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლების მხარდაჭერა და მოზარდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი, ახალი  პროექტის - „ჩვენი ჯარისკაცების“ დაწყების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ესეებს შექმნიან. გამარჯვებული მოსწავლეები კი, თავდაცვის სამინისტრო ოფიცრის საათებით დააჯილდოვდებიან. პროექტში - „ჩვენი ჯარისკაცები“ გამარჯვებულები 26 მაისს გამოვლინდებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე