ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის მანდატურის სამსახურმა დაარსებიდან 4 წლის იუბილე აღნიშნა

მანდატურის სამსახურმა 4 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

მანდატურის სამსახური უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში თვისობრივად შეიცვალა. შედეგად, მანდატურის სამსახური საზოგადოებისათვის მისაღები და მოსწავლის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული გახდა. იგი სკოლას კომპლექსურ მომსახურებას აწვდის მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციის/კარიერის დაგეგმვის სახით.

მანდატურები გადამზადებას უწყვეტ რეჟიმში გადიან და ახალი პროგრამების გაცნობით მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, შედეგად, ისინი მოსწავლეთა უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულნი არიან სასკოლო გარემოში შესაძლო რისკების შეფასებასა და დანაშაულის პრევენციაზე. ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  ფუნქციები, რაც იწვევდა ძირითად უკმაყოფილებას საზოგადოებაში, მანდატურის სამსახურს ჩამოშორდა. ყველა ზემოჩამოთვლილმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა იმ სკოლებიდან, სადაც მანდატურები ჯერ კიდევ არ მსახურობენ.

ერთი წლის წინ მანდატურის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალური კადრებით. ეს ცენტრი ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევს ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს, საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში კი, მათ მშობლებსა და სკოლის პერსონალს. ფსიქოლოგიური ცენტრები  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. არსებული მოთხოვნის შესაბამისად, უახლოეს მომავალში ანალოგიური ცენტრების გახსნა დაგეგმილია ფოთში, თელავში, რუსთავსა და ზუგდიდში. 

მანდატურის სამსახური ასევე ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის’’ პროექტს, რისთვისაც მანდატურის სამსახური დაკომპლექტდა შესაბამისი სპეციალისტებით. პროექტის ფარგლებში, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები  სისტემატურად ამუშავებენ და აგროვებენ ინფორმაციას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით, შერჩეულ 107 საპილოტე სკოლაში პედაგოგებთან  ერთად მონაწილეობენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებაში, ახორციელებენ დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების ორგანიზებას.

მანდატურის სამსახური ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

ღონისძიების ფარგლებში, 83 მანდატურს,  რომლებიც კონკურსის შედეგად შეირჩნენ და გადამზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა გაიარეს  სერთიფიკატები გადაეცათ და დაინიშნენ საჯარო სკოლებში.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე