ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განახლებული პროგრამებით ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დასავლეთ საქართველოში სასწავლო დაწესებულებების მონახულებას აგრძელებს. დღეს, მინისტრი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლებულ სასწავლო პროგამებს გაეცნო და პედაგოგებსა და რეგიონალურ კოორდინატორებს შეხვდა.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისში მალე განაახლებს თვითმმართველობებსა და ცენტრალური სტრუქტურების ადგილობრივ ორგანოებში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას, რომლის მიზანია, მსმენელებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლონ ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე, მარტივი ტექსტური შეტყობინებების, საქმის წარმოების მიზნით წერილების  და დოკუმენტების შედგენა. ეს მათ დაეხმარება ერთიან სახელმწიფო ადმინისტრირების სივრცეში ინტეგრაციაში.

სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სწავლა უკვე განაახლა დმანისში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგაც წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ  სახელმწიფო მართვის სრული სასწავლო კურსი ქ. ქუთაისში, სამინიტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიარონ.

2014 წლის მანძილზე სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ 2000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის გადამზადებას გეგმავს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე