ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კინო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-თან თანამშრომლობით, ეროვნული კინოცენტრი 17 მარტიდან საქართველოს 5 რეგიონში, საპილოტე პროექტს „კინო სკოლაში“ ანხორცილებს. დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პროექტის  პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე უძღვებოდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ კინოსა და თეატრის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები.

პროექტი „კინო სკოლაში“ მიზნად ისახავს, საქართველოს მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას. ასევე ახალ თაობაში კინოს სფეროში ცნობიერების ამაღლებას.

 საპილოტე პროექტისთვის  საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-თიანეთი, იმერეთი, აჭარა) 40 სკოლა შეირჩა.

3 თვის განმავლობაში უფროსკლასელებისთვის (მე-8, მე-9, მე-10 და მე-11კლასის მოსწავლეები)  კვირაში ერთხელ ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკური ნიმუშების ჩვენება იმართება. ფილმები შერჩეულია პროფესიონალებთან (კინომცოდნე, ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი) კონსულტაციის შედეგად. სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია გაიმართოს თანამედროვე წარმატებული ქართული ფილმების ჩვენებაც.

3 თვის განმავლობაში 12 ნაწილიან კურსს სკოლებში 20 კინოპროფესიონალი უძღვება, რომლებმაც მოსამზადებლად სპეციალური ტრეინინგი გაიარეს და ფილმის ჩვენების შემდეგ კლასებში  დისკუსიებს მართავენ.

ასევე  პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მოსწავლეების ცოცხალ კინოპროცესებში ჩართვა - კინოსცენარზე მუშაობა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე