ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გურიის რეგიონში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის მოსახლეობას შეხვდა და ის ადგილი მოინახულა, სადაც თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება. ახალი სკოლის მშენებლობა  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 2013  წლის ბოლოს დაიწყო.

სოფელ წიფნარის სკოლა ერთ-ერთია  იმ ცხრა სკოლიდან, რომელთა  მშენებლობასაც სამინისტრო საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ყველა ამ სკოლის მშენებლობა გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა.

სოფელ წიფნარში არსებული სკოლა იმდენად მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ სასწავლო პროცესის გაგრძელება დაუშვებელი აღმოჩნდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოხდა სკოლის დემონტაჟი და ამჟამად, სასწავლო პროცესი  ბაღის შენობაში მიმდინარეობს. რამდენიმე თვეში სოფელ წიფნარის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სრულფასოვანი განათლება ახალ თანამედროვე სკოლაში მიიღონ.

სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საგანმანათლებლო რეფორმის ძირითად პრიორიტეტად რჩება. სამინისტრო ამ მიმართულებით დიდ სამუშაოებს აწარმოებს. მომდევნო პერიოდშიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება განხორციელებული იქნება გეგმაზომიერად, საჭიროებებიდან გამომდინარე და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე